1. პროექტის სახელწოდება: ჩემი
საკლასო ოთახის რემონტი
2. პროექტის
მთავარი იდეა: მოსწავლეებმა შეისწავლონ
სივრცული ფიგურების ზედაპირის ფართობის გამოთვლა
პრაქტიკული გაზომვების გამოყენებით
3. პროექტის აქტუალობა:
მოსწავლეები ისწავლიან თანხის განაწილებას ,მის გამოყენებას ყველაზე რაციონალურად.
შეძლებენ სკოლაში მიღებული ცოდნა გამოიყენონ მომავალში
4. პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა იციან როგორ გამოთვალონ ოთახში კედლების
საერთო ფართობი, იატაკის ფართობი, ჭერის ფართობი, შეარჩიონ საჭირო მასალები ოთახის
გასარემონტებლად, შეარჩიონ საჭირო მასალების სია და დაადგინონ
მათი სავარაუდო ფასები მაღაზიებში. გამოთვალონ რამდენი საღებავია საჭირო კედლების
შესაღებად , რამდენი კვადრატული მეტრი ლამინატია
საჭირო იატაკის მოსაპირკეთებლად, რა მასალაა საწირო და რამდენი ჭერის შესაღებად. გამოთვლიან რა თანხაა საჭირო რემონტის გასაკეთებლად.
პროექტის წარმატებით შესრულება დაეხმარება მოსწავლეებს ცხოვრებაში გამოიყენონ ოჯახის
ფინანსების მიზანმიმართულად მართვა.
5. მონაწილეთა ასაკი:
მე-12 კლასის მოსწავლეები
6. ვადები:
ერთი კვირა
7. მოსალოდნელი შედეგები:
მოსწავლეები შეძლებენ დაეხმარონ ოჯახში სწორად მართონ ოჯახის ბიუჯეტი
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: საწერი ფურცლები, ცარცი, კალკულატორი, სახაზავი დანაყოფებით, ფოტოაპარატი
9. პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები): პროექტში
მონაწილეობს მოსწავლეთა ორი ჯგუფი. პირველი ჯგუფი ასრულებს საჭირო გაზომვებს საკლასო
ოთახში და ითვლის რემონტისთვის საჭირო მასალების რაოდენობას, მეორე ჯგუფმა უნდა შეისწავლოს
მასალების ფასი და დაადგინოს რა თანხაა საჭირო საკლასო ოთახის სარემონტო მასალების
შესასყიდად. ამის შემდეგ ორივე ჯგუფი მუშაობს ერთად და მსჯელობენ შეარჩიონ საუკეთესო
ვარიანტი იმისთვის,რომ რემონტი გამოვიდეს მაღალხარისხოვანი მინიმალური დანახარჯებით.
10. პროექტის ხელმძღვანელი: ნინო წაველიძე
11. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: nino.tsavelidze@gmail.com
12. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: