Saturday, November 3, 2012

nevBlog







1.    პროექტის სახელწოდება:    ჩემი საკლასო ოთახის რემონტი
2.    პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეებმა შეისწავლონ სივრცული ფიგურების ზედაპირის ფართობის გამოთვლა  პრაქტიკული გაზომვების გამოყენებით
3.    პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები ისწავლიან თანხის განაწილებას ,მის გამოყენებას ყველაზე რაციონალურად. შეძლებენ  სკოლაში მიღებული ცოდნა გამოიყენონ  მომავალში  
4.    პროექტის მიზნები:   მოსწავლეებმა იციან როგორ გამოთვალონ ოთახში კედლების საერთო ფართობი, იატაკის ფართობი, ჭერის ფართობი, შეარჩიონ საჭირო მასალები ოთახის გასარემონტებლად, შეარჩიონ საჭირო მასალების სია და  დაადგინონ  მათი სავარაუდო ფასები მაღაზიებში. გამოთვალონ რამდენი საღებავია საჭირო კედლების შესაღებად , რამდენი კვადრატული მეტრი ლამინატია  საჭირო იატაკის მოსაპირკეთებლად, რა მასალაა საწირო და რამდენი ჭერის შესაღებად.  გამოთვლიან რა თანხაა საჭირო რემონტის გასაკეთებლად. პროექტის წარმატებით შესრულება დაეხმარება მოსწავლეებს ცხოვრებაში გამოიყენონ ოჯახის ფინანსების მიზანმიმართულად მართვა.   
5.    მონაწილეთა ასაკი: მე-12 კლასის მოსწავლეები
6.    ვადები: ერთი კვირა
7.    მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები შეძლებენ დაეხმარონ ოჯახში სწორად მართონ ოჯახის ბიუჯეტი
8.    პროექტისათვის საჭირო ძირითადი  რესურსები:    საწერი ფურცლები, ცარცი, კალკულატორი,  სახაზავი დანაყოფებით, ფოტოაპარატი
9.    პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):   პროექტში მონაწილეობს მოსწავლეთა  ორი ჯგუფი.  პირველი ჯგუფი ასრულებს საჭირო გაზომვებს საკლასო ოთახში და ითვლის რემონტისთვის საჭირო მასალების რაოდენობას, მეორე ჯგუფმა უნდა შეისწავლოს მასალების ფასი და დაადგინოს რა თანხაა საჭირო საკლასო ოთახის სარემონტო მასალების შესასყიდად. ამის შემდეგ ორივე ჯგუფი მუშაობს ერთად და მსჯელობენ შეარჩიონ საუკეთესო ვარიანტი იმისთვის,რომ რემონტი გამოვიდეს მაღალხარისხოვანი მინიმალური დანახარჯებით.
10. პროექტის  ხელმძღვანელი: ნინო წაველიძე
11. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:   nino.tsavelidze@gmail.com
12. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: 

Sunday, October 28, 2012

ეს საოცარი სიმეტრია


1. პროექტის   სახელწოდება: ეს საოცარი სიმეტრია . . . “
2. პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეებმა შეძლონ სიმეტრიის აღქმა სხცადასხვა გარემოში
3. პროექტის აქტუალობა: პროექტის საშუალებით მოსწავლეები ამარებენ კავშირს საგანთა შორის
4.ვადები/ხანგრძლივობა:    1 თვე
 5.პროექტის   მიზნები (საგნების მიხედვით): 
მათემატიკა- )მოსწავლემ შეძლოს გარემომცველ ობიექტებს შორის სიმეტრიული ობიექტების მოძიება.
            ) მოსწავლე შეძლებს მოცემული ფიგურ სიმეტრიული ფიგურის აგებას მოცემული ღერძის მიმართ.
ბიოლოგია) მოსწავლეებმა შეძლონ სიმეტრიის ღერძის მოძებნა ცოხალ ორგანიზმებში და მცენარეთ
ორგანოებში.
ხელოვნებამოსწავლეებმა შეძლონ რეპროდუქციებში  სიმეტრიის ღერძის მოძებნა.
ქართული -   მოსწავლეებმა შეძლონ მსჯელობისა და მარტივი კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარება
 6.მონაწილეთა  ასაკი: მე-9 კლასი
  7. მოსალოდნელი შედეგები: მათემატიკა- მოსწავლეები გარემომცველ ობიექტებს შორის მოიძიებენ  სიმეტრიულ      ობიექტებს და ხაზავენ მოცემული ფიგურეს სიმეტრიულ ფიგურას მოცემული ღერძის მიმართ.
ხელოვნება- დამოუკიდებლად მოიძიებენ რეპროდუქციებში სიმეტრიის ღერძშეასრულებენ ნამუშევრებს სიმეტრიის ღერძის გამოყენებით.
ბიოლოგია- ცოცხალ ორგანიზმებსა და მცენარეთა ორგანოებში პოულობენ სიმეტრიის ღერძს, სხივური სიმეტრიის მქონე არსებებს განასხვავებენ სხვა დანარჩენისაგან.
ქართულიმოსწავლეებმა წარმოადგინონ პოლინდრომები და შეძლონ წარმოდგენილი მასალის დასაბუთება.
8.საგანმანათლებლო რესურსები
4 კომპიუტერი, პროექტორი, 2 დისკი, სველი პრეპარატები, ფერადი ქაღალდები, წებოვანი ლენტი, მარკერები, მაკრატლები, წებო, ცხოველების ჩონჩხი, პლაკატები, ხელოვნების ნიმუშების რეპროდუქციები, არქიტექტურის ნიმუშების სურათები.                              
 9. პროექტის მსვლელობა
      პროექტის პრეზენტაცია ტარდება კომპიუტერულ ლაბორატორიაში (45წთ) გაკვეთილზე მოსწავლეები იმუშავებენ ინდივიდუალურად და ჯგუფებში. ჯგუფებში მუშაობისთვის განკუთვნილი იქნება 4 კომპიუტერი, თითოეულიჯგუფისთვის მაგიდებზე მითითებული იქნება საგნის დასახელება, რომელსაც წარმოადგენს ჯგუფი.
       მასწავლებელი მიმართავს კლასს და შეახსენებს განვლილი მასალიდან სიმეტრიას, სვამს კითხვებს, თუ რამდენი სიმეტრიის ღერძი აქვს კვადრატს, მართკუთხედს, ტოლგვერდა სამკუთხედს, ტოლფერდა ტრაპეციას. (ფიგურების გამოსახულებები პარალელურად ჩნდება ეკრანზე პროექტორის საშუალებით), მოსწავლეები პასუხობენ :
*      კვადრატს აქვს სიმეტრიის 4 ღერძი;
*      მარკუთხედს აქვს სიმეტრიის 2 ღერძი:
*      ტოლგვერდა სამკუტხედს აქვს სიმეტრიის 3 ღერძი;
*      ტოლფერდა ტრაპეციას სიმეტრიის 1 ღერძი: (5წთ)
      ამის შემდეგ მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს ინდივიდუალურ სამუშაოს (3წთ)
     მოსწავლეებს ეძლევათ დავალება, რომელიც ითვალისწინებს სამუშაოსროგორც მატემატიკიდან, ასევე იმ საგნებიდან, რომლებიც ინტეგრირებულ გაკვეთილშია გაერთიანებული.
     მათემატიკიდან- მოცემული ფიგურის  სიმეტრიული ფიგურეს აგება მოცემული სიმეტრიის ღერძის მიმართ.
     ბიოლოგიიდანსიმეტრიის ღერძის მოძებნა მცენარეთა ფოთლებზე.
ელონებაშიწინასწარ შერჩეულ სურათებზე სიმეტრიის ღერძის მოძებნა.
    მასწავლებელი აძლევს მითითებებს სამუშაოს შესასრულებლად და აცხადებს, რომ შემოწმდება პირველი სამი ნამუშევარი,
   მოსწავლეები აკეთებენ პრეზენტაციას.(2 წთ)
    მასწავლებელი კლასს ყოფს ჯგუფებად და აძლევს სამუშაოს, რომელიც ინტეგრირებული საგნების მასწავლებლების მიერ წინასწარ არისოძიებული და განთავსებულია დისკებზე.
 ქართული ენის მასწავლებელმა თავის ჯგუფს მისცა დავალება მოეფიქრებინათ და ჩაეწერათ პოლინდრომები. ამ აქტივობისათვის- 7წთ. პრეზენტაციისთვის თითოეულ ჯგუფს 5 წთ.
   მათემატიკის ჯგუფის წევრები კომპიუტერთან მუშაობისას ხაზავენ სიმეტრიულ ფიგურებს და უჩა ჯოჯიშვილი წარმოადგენს მრავალკუთხედებს სიმეტრიის GGღერძის ორივე მხარეს.
   ბიოლოგიის ჯგუფის წევრები პრეზენტაციის დროს კომპიუტერის ეკრანზე ცოცხალ ორგანიზმების გამოსახულებებზე ავლებენ სიმეტრიის
ღერძს, აჩვენებენ ადამიანის ორგანოების განლაგებას სიმეტრიის რერძის მიმართ, ცენტრული სიმეტრიის მქონე ზღვის ვარსკვლავას, წარმოადგენენ სიმეტრიის მქონე ცხოველების სველ პრეპარატებს მდინარის კიბოს და მედუსას.
    ხელოვნების ჯგუფის წარმომადგენლები მონიტორზე წარმოდგენილ წინასწარ მოძიებულ რეპროდუქციებში მოძებნიან სიმეტრიის ღერძს, ასევე შეასრულებენ ნახატებს სიმეტრიის Eღერძის გამოყენები.
    ქართული .ლიტერატურის ჯგუფიდან ლევან ბერიკაშვილი იმუშავებს
კომპიუტერთან, ჩაწერს გალაქტიონ ტაბიძის ლექსსაი რა მზის სიზმარია
და განიხილავს როგორც, სიმეტრიის ნიმუშს. ვაჟა კობერიძე დაწერს ისეთ
სიტყვებს, რომლებიც მარცხნიდან და მარჯვნიდან იკითხება ერთნაორად,
მაგ; აცა-ბაცა, აიწია იგი და სხვა, ანი კაკაშვილი დაწერსაი იადახატავს
იას და ავლებს სიმეტრიის ღერძს.
    მოსწავლეები აკეტებენ დასკვნას, რომ სიმეტრია არსებობს ცოცხალ და
არაცოცხალ ბუნაბაში და სიმატრია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.
9. საგნებთან კავშირი:;   ხელოვნება, ბიოლოგია, ქართული   
10. პროექტის ხელმძღვანელი:  მასწავლებელი :   ნ. წაველიძე
11.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: nino.tsavelidze@gmail.com